ახმეტაში სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი მკლელობით დასრულდა

ახმეტაში სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი მკლელობით დასრულდა

გუშინ, 19:11 - 2025
231
       

ახმეტაში თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
 
დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავე, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
 
შემთხვევა ახმეტაში, ე.წ. წყაროების ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მოკლულიც და სავარაუდო დამნაშავეც სოფელ ქისტაურის მკვიდრნი არიან.
 
ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო.
 
მიმდინარეობს გამოძიება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები