ინდოეთში ჯამუსა და ქაშმირის რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა, ომარ აბდულამ თქვა, რომ ქალაქ ჯამუში აფეთქებების ხმა ისმოდა და ელექტროენერგიის მიწოდება შემწყდარია.
ამის შესახებ აბდულა X-ზე წერს.
„ჯამუში ახლა ელექტროენერგიის მიწოდება შემწყდარია. ქალაქში სირენების ხმა ისმის. ახლა ისმის აფეთქებების წყვეტილი ხმა, სავარაუდოდ მძიმე არტილერიის, ისმის იქ, სადაც ვარ“, - წერს აბდულა.