Telegraph: ინდოეთმა არაბეთის ზღვაში გემები განალაგა

Telegraph: ინდოეთმა არაბეთის ზღვაში გემები განალაგა

10-05-2025, 04:54 - 2025
3 859
       

გამოცემა The Telegraph წერს, რომ ზებგერითი რაკეტებით აღჭურვილი ინდური საბრძოლო გემები არაბეთის ზღვაში პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩის სიახლოვეს, დარტყმის მანძილზე არიან განლაგებულები.
 

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მზად ვართ მტრისგან მომავალი ნებისმიერი საფრთხე აღვკვეთოთ. საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა საზღვაო საშუალებების გადაადგილება მონიტორინგისა და შეკავების მიზნით ხდება“, - განუცხადა წყარომ The Telegraph-ს.

 
პაკისტანის სანაპიროდან დაახლოებით 500 კილომეტრში ავიამზიდი, ფრეგატის ტიპის გემები და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხომალდებია განლაგებული.
 
გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, ზოგიერთ გემზე BrahMos-ის რაკეტებია განლაგებული, რომელთა მოქმედების რადიუსი 800 კილომეტრია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები