მზადება 9 მაისის მარშისთვის - დედაქალაქი კიდევ ერთი მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება

მზადება 9 მაისის მარშისთვის - დედაქალაქი კიდევ ერთი მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება

გუშინ, 15:32 - 2025
73
       

დღეს, 17:00 საათზე, 4 ლოკაციიდან — მარჯანიშვილის მოედნიდან, ავლაბრის მეტროდან, პარლამენტიდან და რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მარშები გაიმართება.

"ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპული ოჯახია — ამ გზაზე წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მივაღწიეთ: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომელსაც დღეს საფრთხეს უქმნის ქართული ოცნება. შესაბამისად, საფრთხეშია ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპული განათლება, განვითარებული ეკონომიკა და უსაფრთხოება.

დღევანდელი დღე არის გზავნილი ევროკავშირისათვის: მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის რეპრესიული და ანტიევროპული პოლიტიკისა, ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით საქართველოს ისტორიული არჩევანისადმი. მიუხედავად რუსული რეჟიმის ზეწოლისა, ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ კურსს.

ჩვენ კვლავ გვახსოვს 28 ნოემბერს კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ნებასთან.

ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ!", — ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები