ბრიტანეთმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა.
ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დეივიდ ლემმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების პაკეტი 110 სამიზნეს მოიცავს.
"ჩვენ ვუპირისპირდებით პუტინს, მის მიერ მშვიდობის შეფერხებასა და უკან დახევას, ასევე ნავთობტანკერების საეჭვო ჩრდილოვან ფლოტს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ჩავახშოთ მისი წარუმატებელი ამბიცია, რომ მათი მეშვეობით დააფინანსოს თავისი უკანონო ომი - სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ დღეს მათ წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, 110 სამიზნით.
მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას ხრიკებზე და დათანხმდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა. დღეს პუტინთან ერთად მოსკოვში მყოფებმა უნდა გაიაზრონ ისტორიის გაკვეთილები: მშვიდობა ყოველთვის გაიმარჯვებს და აგრესორებს არასდროს მიეცემათ წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.
ჩვენი 100-წლიანი პარტნიორობის, ამ მთავრობის ცვლილებების გეგმისა და ჩვენი მიმდინარე სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის წყალობით, დიდი ბრიტანეთის ერთგულება უკრაინის მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე," - განაცხადა დეივიდ ლემმა.