მამუკა მდინარაძე: რომ მოგინდეს, რომ გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 000 ადამიანამდე ადიხარ

მამუკა მდინარაძე: რომ მოგინდეს, რომ გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 000 ადამიანამდე ადიხარ
11-05-2024, 23:41 - 2024
122

„რომ მოგინდეს, რომ გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 000 ადამიანამდე ადიხარ”, - განაცხადა, მამუკა მდინარაძემ „იმედის” ეთერში.

„დაახლოებით, რომ გაზომო, რაც ათვისებული აქვთ ადამიანებს, რადგან თვითონ ითვლიან, თორემ ამის დათვლაც ცოტა ისეთი... უმადური საქმეა, მაგრამ ერთი ადამიანიც რომ იდგეს, გულწრფელი რომ იყოს, ნაცებს არ ვგულისხმობ და მათ ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მასაც უნდა აუხსნა, მაგრამ რადგან ითვლიან და ასეთ სიგიჟეს ამბობენ, ჯერ რესპუბლიკის მოედანზე დაატიეს 100 000 ადამიანი და ახლა ევროპის მოედანზე ატევენ. ეს ნიშნავს, რომ, უბრალოდ ავხსნათ ხოლმე, ბევრმა იცის მაგრამ მაინც ავხსნი, ძალიან დიდი ჭყლეტვა როცა არის, ოთხი ადამიანი დაახლოებით ეტევა კვადრატულ მეტრზე. ჭყლეტვა რომ იყოს ახლა მანდ, 100 000 ადამიანი რომ იყოს მინიმუმ 25 000 კვადრატულ მეტრზე უნდა იდგნენ ადამიანები, წარმოიდგინეთ რამხელა სისულელეს ამბობენ. ახლა რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი ჰქონდეთ ათვისებული, საშუალო სიმჭიდროვის შემთხვევაში, რომ მოგინდეს, რომ გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 000 ადამიანამდე ადიხარ, მაგრამ ამხელა სიმჭიდროვეც არ არის, რომ ექვსი სამზე გაამრავლო”, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა