კალაძე: საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

კალაძე: საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

2-01-2026, 12:28 - 2026
3 451
       

საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
 
თბიილისის მერიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
 
მისივე განმარტებით, პერიოდის გახანგრძლივება საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულმა მოთხოვნამ განაპირობა.
 

„დაანონსებული გვქონდა, რომ საახალწლო სოფელი 7 იანვრამდე იფუნქციონირებდა, თუმცა, დიდია მოთხოვნა საზოგადოების და მეწარმეების მხრიდან. პირველ რიგში, მათ მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის. გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ საახალწლო სოფლის ფუნცქიონირება. 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება აქტივობები - წარმოდგენებით, კონცერტებით და ა.შ გელოდებით ყველას. გილოცავთ ბედობას. წარმატებები წინსვლა, სიხარული და სიყვარული ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები