თბილისში „ალილოს“ მსვლელობა გაიმართა. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო.
„ალილოს“ მონაწილეები რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც საშობაო პარაკლისი მიმდინარეობს.
შეგროვებული სურსათი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.
„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

















