გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია - 8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.
შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.
„ძლიერმა ყინვამ და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

















