„საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს”, - ამის შესახებ დანიის ელჩი საქართველოში, ენ ტოფტ სორენსენი X-ზე წერს.
მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებასა და უფლებებს.
„დანიამ გადაწყვიტა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მისი ამჟამინდელი კურსი. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებასა და უფლებებს", - წერს X-ზე დანიის ელჩი, ენ ტოფტ სორენსენი