თელავის მუნიციპალიტეტში 26 წლის ბიჭი ბებიაზე სისტემატიურად ძალადობდა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოძალადის მამა შეესწრო 77 წლის დედის გაუპატიურებას და პოლიციას აცნობა.
26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია და მას თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.