ახლა უკრაინისთვის, საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ასევე გადამწყვეტი მომენტია ევროპისა და ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გააკეთა.
მისივე თქმით, ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ როგორც პრინციპული მხარდაჭერის, ასევე მოქმედებებისთვის მზაობის გამოხატვა.
„თქვენ ნახეთ, რომ ევროკავშირმა გააგზავნა მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის განხორციელებას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.