ტყიბულში აფეთქებისას დაშავებული მეშახტეების მდგომარეობა მძიმეა - ექიმის განცხადება

ტყიბულში აფეთქებისას დაშავებული მეშახტეების მდგომარეობა მძიმეა - ექიმის განცხადება

31-01-2022, 10:43 - 2022
2 171
       

9 დაშავებული მეშახტიდან 8 თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. 

აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

ერთი პაციენტი სხეულის 60%-ის დამწვრობით მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, აქვს ზედა კიდურების, სახის, სხეულის ტორსის დამწვრობა, მისი მდგომარეობა არის სერიოზულად მძიმე. 

სამი პაციენტი არის ემერჯენსის განყოფილებაში პოლიტრავმებით, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები და იქიდან გამომდინარე მოხდება მათი განაწილება განყოფილებებში, ოთხი პაციენტი, რომელთა დამწვრობებშიც წამყვანია სასუნთქი გზები, სახის დამწვრობა და ზედა კიდურების დამწვრობა, მოთავსებულია მოდულთა განყოფილებაში“, - განაცხადა ექიმმა თეა უროტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის ერთ-ერთ შახტში აფეთქება გვიან ღამით მოხდა. დაშავდა 10 ადამიანი, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები