„ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს“, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“, საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულებს შორის 50 დემონსტრანტი და ირანის უსაფრთხოების ძალების 15 თანამშრომელია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დემონსტრაციებზე უსაფრთხოების ძალებმა 2 311 ადამიანი დააკავეს.
ასევე, HRANA წერს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომები გამკაცრდა.
ცნობისთვის, დღეს ირანის არმიამ განაცხადა, რომ „ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დაიცავს“.
















