ამერიკელი სენატორი ირანელ ხალხს: თქვენი კოშმარი სრულდება, დახმარება გზაშია

ამერიკელი სენატორი ირანელ ხალხს: თქვენი კოშმარი სრულდება, დახმარება გზაშია

დღეს, 14:03 - 2026
151
       

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ აშშ-ის დახმარება გზაშია.
 
გრემის თქმით, ირანელი ხალხის ხანგრძლივი კოშმარი დასასრულს უახლოვდება.
 

„ირანელ ხალხს: თქვენი ხანგრძლივი კოშმარი დასასრულს უახლოვდება. თქვენი სიმამაცე და გადაწყვეტილება, დასრულდეს თქვენი ჩაგვრა, შენიშნა პრეზიდენტმა და ყველამ, ვისაც თავისუფლება უყვარს. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს „ისევ გავხადოთ ირანი დიდებული“, ეს ნიშნავს, რომ ირანში მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ. ეს არის ყველაზე ნათელი სიგნალი იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხვდება, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული აიათოლასა და მისი თანამოაზრეების ხელმძღვანელობით. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, ვინც ირანში თავს სწირავთ. დახმარება გზაშია“, - წერს გრემი.

 
ანტისამთავრობო დემონსტრაციები 28 დეკემბერს დაიწყო და ირანის 31 პროვინციის სულ მცირე 100 ქალაქში გავრცელდა.
 
10 იანვრის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 65-მდე გაიზარდა. დაკავებულია 2 300-ზე მეტი მოქალაქე.
 
8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა მთლიანად შეუზღუდა.
 
9 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას ახალი გაფრთხილება გაუგზავნა ქვეყანაში გავრცელებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და არ დაუშვებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
 
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები