„არ უნდა გაგვათამამოს“ - ამირან გამყრელიძე განცხადებას აკეთებს

„არ უნდა გაგვათამამოს“ - ამირან გამყრელიძე განცხადებას აკეთებს
31-01-2022, 08:43 - 2022
1 320

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონი“ მიმდინარეობს „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს.

მისი თქმით, ერთადერთი გზა „ომიკრონთან“ საბრძოლველად და მძიმე მიმდინარეობის თავიდან ასაცილებლად არის რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია.

„ომიკრონი მიმდინარეობს დელტასთან შედარებით მსუბუქად, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. როცა რაოდენობა ძალიან დიდია, მათ შორის შესაბამისი პროცენტი ინფიცირებულებისა მძიმდება და შეიძლება გახდეს სარეანიმაციოც, შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც. ერთადერთი გზა პრევენციისა არის რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია. ბუსტერდოზა ანუ მესამე დოზა განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ არის ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება ომიკრონით ინფიცირების ან თუ დაინფიცირდა ადამიანი შემდგომ გართულებების პრევენციის. ბუსტერი გაკეთებული აქვს ქვეყანაში 156 000 ადამიანს, რაც ცოტაა. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს ბუსტერს, მით უფრო ნაკლები გვექნება ჰოსპიტალიზაცია ქვეყანაში და ნაკლები გვექნება ფატალური გამოსავალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა