„ალკოჰოლის მიღება 4 ტიპის სიმსივნის რისკს ზრდის“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„ალკოჰოლის მიღება 4 ტიპის სიმსივნის რისკს ზრდის“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

13-04-2025, 22:39 - 2025
175
       

„ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი კვება. ჩვენს სხეულში ვერაფერი გამოიწვევს ონკოლოგიას, თუ ჩვენვე არ მივუშვით სხეულამდე. ჩვენი ონკოლოგიური დაავადების მიზეზი, ხშირად, თავად ვართ“, - ამის შესახებ გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა და დაასახელა ის პროდუქტი, რომლის მიღებაც კატეგორიულად მიუღებელია.
 
ერთ-ერთი არის ალკოჰოლი.
 
„საქართველოში ალკოჰოლი ძალიან პოპულარულია. ეს ძალიან ბევრს არ მოეწონება - 1 ჭიქაც კი არ არის სასურველი. ღვინის ფერს მნიშვნელობა არ აქვს - ალკოჰოლი მაქსიმალურად შეამცირეთ და მიიღეთ მაშინ, როცა ამის სერიოზული მიზეზი არსებობს.
 
ალკოჰოლის მიღება 4 სიმსივნის რისკის გამომწვევი შეიძლება იყოს: ქალების შემთხვევაში - სარძევე ჯირკვლების, შეიძლება იყოს ხახის, საყლაპავის და ღვიძლისა. ეს 4 განსაკუთრებით გავრცელებულია ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში“, - განმარტა ექიმმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები