განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 2 ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 2 ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა
21-10-2020, 11:14
ავტორი: მერი ტაბატაძე

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

"დღეს, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 73 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი.   73 წლის მამაკაცი გალიდან  და 70 წლის ქალი სამეგრელოდან. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე , დაავადების მძიმე  მიმდინარეიბის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 104-ჯერ
კომენტარები