განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

კახა კალაძე მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე პირველად მივიდა - დედაქალაქის მერი მოსახლეობას არ შეხვდა

კახა კალაძე მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე პირველად მივიდა - დედაქალაქის მერი მოსახლეობას არ შეხვდა
8-04-2021, 18:41
ავტორი: ნინა ჯანგირაშვილი

დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე მეწყერსაშიშ ტერიტორიას პირველად ესტუმრა, თუმცა დედაქალაქის მერმა ისე დატოვა ვაშლიჯვრის მეწყერის მიმდებარე ტერიტორია, რომ იქ მცხოვრებ მოქალაქეებს არ შეხვედრია.

როგორც კალაძე აცხადებს, მათ პრევენციული ღონისძიებები მოკლე დროში გაატარეს.

„როდესაც გაირკვა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე იყო საშიშროება და პრობლემა, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კონკრეტული გზა ჩაგვეკეტა ორმხრივად და გადაადგილება იქნა შეზღუდული. ეს პრევენციული მნიშვნელობის ღონისძიებები იყო სწორი, ადეკვატური“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყერზე მუშაობის უფლება დამოუკიდებელ ექსპეტებს აუკრძალეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მეწყერის ნაწილი ამოავსეს. ამასთანავე, გასული დღეების განმავლობაში დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მეწყერის გამაგრება შეუძლებელია, რადგან მეწყერი დინამიკაშია.

გაზიარება
მოინახულეს 201-ჯერ
კომენტარები