განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

აფგან მუხთარლი  - პროკურატურამ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი ვერ იპოვა

აფგან მუხთარლი  - პროკურატურამ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი ვერ იპოვა
8-04-2021, 18:34
ავტორი: სოფიო შავაძე

„პროკურატურამ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი ვერ იპოვა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც გენერალური პროკურატურა დატოვა. 

მისი თქმით, 4 საათი ელოდებოდნენ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს, რაც უშედეგოდ დასრულდა. გამოკითხვა პროკურატურამ ხვალისთვის გადადო.

„არანაირი შეკითხვები არ ყოფილა. პროკურატურამ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი ვერ იპოვა. თავიდან იქ იყო თურქული ენის თარჯიმანი, რომელის მომსახურებაზეც უარი ვთქვით, რადგან თურქული კარგად არ ვიცი. ამის შემდეგ მოიყვანეს ერთი პირი, რომელმაც ასევე არ იცოდა აზერბაიჯანული. ამიტომ დღეს იქ არანაირი შეკითხვა არ დასმულა. 4 საათის ვისხედით და ველოდებოდით. ხვალ ისევ დამიბარეს და მითხრეს, რომ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს მოიყვანენ", - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

შეგახსენებთ, მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

გაზიარება
მოინახულეს 120-ჯერ
კომენტარები