განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

უნდა ჩატარდეს 18 რიცხვის დღის სიმულაცია და გაირკვეს რა მოხდა - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი

უნდა ჩატარდეს 18 რიცხვის დღის სიმულაცია და გაირკვეს რა მოხდა - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი
8-04-2021, 18:29
ავტორი: სოფიო შავაძე

„როგორც კი გვექნება ვიდეო ჩანაწერები და გამოყენებული ვაქცინის ფლაკონი, უნდა ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი და უნდა მოხდეს 18 მარტის სიმულაცია და გაირკვეს რა ხდებოდა ამ დღეს“, - ამის შესახებ ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მერი ბაქრაძის ადვოკატმა, ვახო ბარამიშვილმა განაცხადა.

ადვოკატმა ისაუბრა საქმეზე დაკავებული სამი ექიმის შესახებ და აღნიშნა, რომ შესაძლოა დაკავებულებს ბრალი დაუმტკიცონ.

„ჯერჯერობით ფლაკონი ისევ არ არის საქმეში, ასევე საქმეში არ არის ვიდეოჩანაწერები, რომელიც დაგვეხმარება ბევრი ფაქტისთვის ნათელის მოფენაში და შევთანხმდით ასევე იმაზე, რომ როგორც კი გვექნება ვიდეო ჩანაწერები და ფლაკონი, უნდა ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში უნდა მოხდეს მთლიანად 18 რიცხვის დღის სიმულაცია და გაირკვეს რა ხდებოდა ამ დღეს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას  როგორც გითხარით ჩემი პირადი შეფასებით დიდი ალბათობა არის იმის, რომ ბრალი დაუმტკიცდეთ ამ პირებს, თუმცა ეს არის სურათის მხოლოდ და მხოლოდ პატარა ეპიზოდი“, - განაცხადა ვახო ბარამიშვილმა. 

გაზიარება
მოინახულეს 67-ჯერ
კომენტარები