სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება წარედგინა.
აღიშნულის შესახებ პროკურორმა ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბრალდებულის სახით დაკავებულ გიორგი ლილუაშვილს ბრალი წარედგინა, რასაც ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. სხვა ინფორმაციას ვერ მოაგწოდებთ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის თქმით კი, ბრალთან დაკავშირებით „ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე“.
ცნობისთვის, ლილუაშვილი დღეს დააკავეს.














