სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
გამოძიება მას ქრთამის აღებას, ე.წ. ბიზნესის „რეკეტს“ და სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული პირების მფარველობას ედავება.
ლილუაშვილი დღეს დააკავეს, როდესაც ის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის თქმით კი, ბრალთან დაკავშირებით „ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე“.














