აშშ-ში მოლაპარაკებები დასრულდა | რაზე შეთანხმდნენ მხარეები?!

აშშ-ში მოლაპარაკებები დასრულდა | რაზე შეთანხმდნენ მხარეები?!

დღეს, 03:17 - 2025
74
       

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა.


„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ“, - აღნიშნა ტრამპმა ზელენსკისთან მარ-ა-ლაგოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ახლა უფრო ახლოს არიან შეთანხმებასთან.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო ახლოს ვართ, შესაძლოა ძალიანაც“, - თქვა ტრამპმა.

ასევე ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება.

მან უარი თქვა შეთანხმებული პირობების პროცენტული მაჩვენებლის დასახელებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ის შეიძლება 95%-ს მიუახლოვდეს.

ტრამპის თქმით, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის ბედი, რომლის დათმობასაც უკრაინისგან რუსეთი ითხოვს, კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება.

„ჩვენ ვუახლოვდებით ამ საკითხზე შეთანხმებას. და ეს დიდი საკითხია, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი დიდი საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ“, - განაცხადა მან.

ტრამპმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ნდობის გამოხატვისას, ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ძალიან რთულია და უარი თქვა მათი გადაწყვეტის ზუსტი ვადების დასახელებაზე.

„ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში გავიგებთ - ასე თუ ისე“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები