გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი წლის დღეებისთვის თოვლსა და ყინვას პროგნოზირებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი წლის დღეებისთვის თოვლსა და ყინვას პროგნოზირებს

დღეს, 11:52 - 2025
75
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერსა და 2026 წლის 1–2 იანვარს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 

ქვეყნის მასშტაბით ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის მოსალოდნელი, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი და ქარბუქი.

ქალაქ თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი.  ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, ხოლო დღისით +2,+4 გრადუსი იქნება 

სანაპირო რაიონებში - ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში: ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,+2, ხოლო დღისით +5,+7 გრადუსს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, მათ შორის ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, მარტვილსა და ოზურგეთში, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამით ტემპერატურა 0,-2, დღისით კი +4,+6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში: ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერეში, ხულოსა და რიკოთის უღელტეხილზე - თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5,-7, ხოლო დღისით 0,-2 გრადუსი იქნება. 

მაღალმთიან ზონებში, მათ შორის მესტიასა და ბახმაროში, ღამით -8,-10, დღისით კი -3,-5 გრადუსი ფიქსირდება.

ქართლში: რუსთავში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანში, გორსა და ცხინვალში - ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2,-4, შიდა ქართლში -7,-9, ხოლო დღისით +2,+4 გრადუსი იქნება.

კახეთში, მათ შორის საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში, ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა -3,-5, დღისით კი +2,+4 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში: ახალციხეში, ბორჯომში, დუშეთში, თიანეთსა და ფასანაურში - მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი, ღამით -10,-12 და დღისით 0,-2 გრადუსი. 

მაღალმთიან რაიონებში: ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ომალოში - თოვლი და ქარბუქი გაგრძელდება, ჰაერის ტემპერატურა ღამით -13,-15, ხოლო დღისით -3,-5 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილებისას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები