დომბასის სანაცვლოდ ომის დასრულება | რუსეთი დათმობისთვის მზადაა

დომბასის სანაცვლოდ ომის დასრულება | რუსეთი დათმობისთვის მზადაა

დღეს, 03:31 - 2025
68
       

დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებისთვის უკრაინამ დონბასი უნდა დათმოს.


ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, რუსულ მედიასთან კომენტარისას თქვა.

უშაკოვის თქმით, პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა, ის „მეგობრულ, კეთილგანწყობილ და საქმიან ხასიათს“ ატარებდა და 1 საათი და 15 წუთი გაგრძელდა.

„რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ზოგადად, მსგავსად ესმით, რომ უკრაინელებისა და ევროპელების მიერ შემოთავაზებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, რეფერენდუმისთვის მომზადების ან სხვა მიზეზის მოტივით, მხოლოდ კონფლიქტის გაჭიანურებას იწვევს და საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხეს ქმნის“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ომის სრულად შეწყვეტისთვის კიევმა უნდა მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილება დონბასთან დაკავშირებით „ფრონტზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“.

უშაკოვის ვერსიით, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ „დარწმუნდა რუსეთის სურვილში, კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებაზე“, და სწორედ ამას გაითვალისწინებს ზელენსკისთან დღევანდელი მოლაპარაკებების დროს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები