პაპუაშვილი: ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას

პაპუაშვილი: ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას

დღეს, 13:12 - 2025
57
       

„ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას, ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს მოვლენებთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას გამოეხმაურა.


როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბაჩო ახალაია მეუღლე, ანი ნადარეიშვილს როგორც სპიკერს ისე იყენებდა.

„ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს ხომ არ იყო 10 -20 წლის წინანდელი ამბავი, ახლახან იყო. ვხედავდით რაც ხდებოდა, მასთან თათბირები. მისი მეუღლე სპიკერად ჰყავდა დანიშნული. კარგი ჩვენს დანახულს არ უჯერებენ, მაგრამ თავად რადიკალების მხრიდანაც ხომ კარგად ჩანდა. თამარ ჩერგოლეიშვილი აფასებს ბაჩო ახალაიას მეუღლის ქმედებას, რომელიც სპიკერი იყო ხელისუფლების დამხობის შეკრების ორგანიზებისა. ადამიანი, რომელიც აქამდე პოლიტიკური აქტივობით არ გამოირჩევა და ორი სამი თვე ინტენსიურად პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის შეკრებისკენ და კრიტიკულ აზრს თავს ესხმოდა. ხელის გულზე იდო, რაც ხდებოდა. ბაჩო ახალაიამ საკუთარი მეუღლეც კი არ დაიცვა. ლოგიკური იყო რომ უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჰქონოდა კითხვები მისი მეუღლის მიმართ, რომლის სახელზეა რეგისტრირებული IP. მან ეს თვისებაც კი ვერ გამოავლინა, საკუთარი მეუღლისთვის აერიდებინა ბრალი, იცით რომ საქმის ფიგურანტია. სხვა მტკიცებულებები თუ იქნება, რა თქმა უნდა, საგამოძიებო სამსახური იმსჯელებს მის ბრალეულობაზე. როგორც იყენებდა მეუღლის IP მისამართს იმისთვის, რომ რევოლუციური გეგმა დაესახა, ვნახეთ, რა ხშირი კონტაქტი ჰქონდა ამ დამამხობლებთან, ისე იყენებდა მეუღლეს, როგორც სპიკერს. მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას. ანა ნადარეიშვილს იყენებდა როგორც სპიკერს დამხობის წინა პერიოდში. აღმოჩნდა, რომ მის IP მისამართს ეფარებოდა რომ კომუნიკაცია ჰქონოდა დამამხობლებთან. საბოლოოდ, მეუღლეც კი გაწირა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის. ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა, მეუღლისთვის კი ჩამოეშორებინა. ყველა მტკიცებულება დევს, მართლა 300 ათასი მითური ქართველივით ხომ არ არის, რომ გაჩნდეს IP მისამართიდან ამდენი კომუნიკაცია. დადასტურებულია ტექნიკურ-მეცნიერულ დონეზე ეს კომუნიკაცია დამამხობლებსა და ახალაიებს შორის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები