განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

„ამ არხზე იმ სინათლეს ვეღარ ვხედავ“ – „რუსთავი 2“- ს „პროფილი“ და „შორენას ეფექტი“ ემშვიდობება

„ამ არხზე იმ სინათლეს ვეღარ ვხედავ“ – „რუსთავი 2“- ს „პროფილი“ და „შორენას ეფექტი“ ემშვიდობება
25-03-2021, 21:11
ავტორი: DaiLyInfo

„რუსთავი 2“- ის ეთერში „პროფილის“ გადაცემა გავა, მაია ასათიანი ტელევიზიას ტოვებს.

ამის შესახებ წამყვანმა გადაცემის პრომო ვიდეოში განაცხადა - „20-წლიან ისტორიას ვასრულებ, ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს ვეღარ ვხედავ“.

„მე დღეს აქ, ამ არხზე, ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ, ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ, დღეს ბოლო პროფილია“, - ამბობს მაია ასათიანი პრომო ვიდეოში.

DailyInfo-ს აქვს ინფორმაცია, რომ ეთერში აღარ გავა „შორენას ეფექტიც“ - გადაცემა ფინანსური კრიზის გამო დაიხურა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი
ტელევიზიას შორონა ბეგაშვილიც დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასხვისების შემდეგ ტელევიზია თანამშრომლებისა და „კომედი ჯგუფის“ ნაწილმა დატოვა.
რამდენიმე თვის წინ კი ტელევიზიიდან წავიდა „კომედი ჯგუფის“ მთლიანი შემადგენლობა, პროდაქშენმა „ფარული კონვერტის“ გარდა ყველა გადაცემა წაიღო ტელევიზიიდან.

ამ დროისთვის უცნობია ია ფარულავას გადაცემა - „ფარული კონვერტი“ დარჩება თუ არა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გაზიარება
მოინახულეს 1 721-ჯერ
კომენტარები