ჩინეთის საგარეო: ვგმობთ აშშ-ს მიერ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას

ჩინეთის საგარეო: ვგმობთ აშშ-ს მიერ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას

3-01-2026, 22:42 - 2026
352
       

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვენესუელაში აშშ-ს ქმედებებს გმობს და მათ „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის აშკარა გამოყენებას“ უწოდებს.
 

„ჩინეთი ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ს მიერ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის აშკარა გამოყენებას და ქმედებებს მისი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, წინააღმდეგ“, - ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 
„აშშ-ს მსგავსი ქმედებები სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და ვენესუელას სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ლათინური ამერიკისა და კარიბის რეგიონში“, - წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

 
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ჩინეთი მომხდარს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აშშ-ს მოუწოდებს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაეროს ქარტიის მიზნები და პრინციპები და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევა.
 
ცნობისთვის, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს. ამჟამად მადურო ხომალდ USS Iwo Jima-ზე იმყოფება, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიემართება. პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები