ნაცვლიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ

ნაცვლიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ
10-03-2023, 16:49 - 2023
267

„არ უნდა გავჩერდეთ, სანამ რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების სიფხიზლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„მთავარი დაცვა ხართ თქვენ, თქვენი სიფხიზლე, არ უნდა გავჩერდეთ, სანამ რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება და არ გვეყოლება ქართული, ევროპული ხელისუფლება, სანამ არ ვიქნებით შინ ევროპაში. ამიტომ ჩვენ, პოლიტიკოსები, ვინც ვემორჩილებით თქვენს ნებას და ვიქნებით თქვენი ნების გამომხატველები და აღმასრულებლები, გავიშლებით საქართველოს თითოეულ ქალაქსა თუ სოფელში, მივალთ თითოეულ ქუჩაზე და დაველაპარაკებით ყველას, იმისთვის რომ ამ წუთიდან, ერთობლივად, გამჭვირვალედ, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად, შევასრულოთ ის გეგმა და გავიაროთ ის გზა, რომლითაც დავბრუნდებით შინ, ევროპაში და ამ პროცესში თქვენი სიფხიზლე, რომ ამათ იცოდნენ, რომ ქუდზე კაცი გამოვა საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად, ჩვენ შიგნით გვექნება სიფხიზლე, ბრძოლა რომელიც ნახეთ ამ დღეებში, მაგრამ ეს ბრძოლა იყო წარმატებული, იმიტომ რომ თქვენ გვიმაგრდებით ზურგს. ასე გავაგრძელებთ ერთად, სანამ არ დავბრუნდებით და არ გვექნება გარანტია, რომ შინ ვართ, მშვიდობიანად - ევროპაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა