განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინა ერთ თვეში იქნება - თენგიზ ცერცვაძე განმარტებას აკეთებს

საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინა ერთ თვეში იქნება - თენგიზ ცერცვაძე განმარტებას აკეთებს
13-01-2021, 21:12
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

„საქართველოში ერთ თვეში „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოვა“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით მედიცინის მუშაკები და მაღალი რისკის ჯგუფები აიცრებიან.

„დაახლოებით ერთ თვეში საქართველოში შემოტანილი იქნება „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა, რამოდენიმე ათეული ათასი დოზა შემოვა, რადგან ეს ვაქცინა მსოფლიო ბაზარზე ზოგადად ძალიან ცოტაა.

ასევე, მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები. „ფაიზერის“ ვაქცინის უფრო მეტი რაოდენობისთვის, მილიონი და ორი მილიონი დოზისთვის, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის.

ამიტომ თავიდან იგეგმება, რომ შემოიტანონ მცირე პარტია და ვაქცინაცია ჩაუტარდეს მხოლოდ მედიცინის მუშაკებს და მაღალი რისკის ჯგუფებს, გარკვეული ასაკის ზემოთ.

გააჩნია, რამდენი იქნება ვაქცინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
მოინახულეს 194-ჯერ
კომენტარები