პუტინი შესაძლოა ნიურნბერგის მოდელის ტრიბუნალს გადასცენ

პუტინი შესაძლოა ნიურნბერგის მოდელის ტრიბუნალს გადასცენ
20-03-2022, 00:03 - 2022
4 076

რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინაში შეჭრაში მონაწილე ადამიანებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ახალი პეტიცია შეიქმნა. 
 
მას ხელს 140 პოლიტიკოსი და აკადემიკოსი აწერს, მათ შორის არიან, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრები, გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი. 
 
ხელმომწერი პირები მოითხოვენ, რომ უკრაინაში ომში მონაწილე პირებისა და პუტინის გასასამართლებლად ნიურნბერგის პროცესების მაგალითზე, სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას.
 
ხელმომწერთა შორის არიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის ყოფილი პროკურორი ბენჯამინ ფერენცი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას ბრატცა.
 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) უკვე იძიებს პუტინის საქმეს უკრაინაში ომის დანაშაულების შესახებ. თუმცა სასამართლოს უფლებამოსილება შეზღუდულია. კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართვის გარეშე, ICC-ს არ შეუძლია დაიწყოს სამართლებრივი დევნა, თუმცა ვინაიდან, რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, მას ვეტოს დადების უფლება აქვს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა