გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
2-03-2022, 14:41 - 2022
1 693

„“ქართული ოცნების“ დღევანდელი ბოსებს არ შეუძლიათ ქვეყნის მართა. ისინი ვერ მართავენ ქვეყანას. ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილი მართავს“, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გახარიამ მიმართა ბიძინა ივანიშვილს და თქვა, რომ საქართველო და მსოფლიო ისეთი აღარ არის, როგორიც 2012 წელს იყო და იმედი აქვს, რომ ივანიშვილი ამას დაინახავს.

„“ქართული ოცნების“ დღევანდელი ბოსებს არ შეუძლიათ ქვეყნის მართა. ისინი ვერ მართავენ ქვეყანას. ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილი მართავს, ეს ყველამ იცის. მინდა უბრალოდ, რომ ვისურვებ, მანაც იცოდეს და გაიგოს, რომ მსოფლიო იცვლება, საქართველოც იცვლება, არც მსოფლიო არ არის ისეთი, როგორიც 2012 წელს იყო და არც საქართველო არ არის ისეთი როგორიც 2012 წელს იყო. საქართველოს სხვა რამე უნდა, სხვა მოლოდინები აქვს, სხვა რამეს უყურებს. და მინდა, ადამიანმა, რომელმაც ამ ქვეყნისთვის შექმნა 2012 წელი, არ გახდეს ადამიანი, რომელმაც ხელიდან გაუშვა ამ ქვეყნის შემდეგი შანსი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვ პირველთან“.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა