Reuters: ომანში აშშ-სა და ირანის დელეგაციები ჩავიდნენ

Reuters: ომანში აშშ-სა და ირანის დელეგაციები ჩავიდნენ

12-04-2025, 16:03 - 2025
537
       

თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ომანში აშშ-სა და ირანის დელეგაციები ჩავიდნენ.
 
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
 
Reuters-ის ცნობით, დღეს, ომანის დედაქალაქ მასკატში თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი უხელმძღვანელებს, ხოლო აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი წარმოადგენს.
 
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის შუამავლობით წარიმართება.
 
ირანული მედიის ინფორმაციით, მასკატში მოლაპარაკებების დაწყება 17:00 საათზე იგეგმება.
 
ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
 

„მინდა, რომ ირანი მშვენიერი, დიდებული და ბედნიერი ქვეყანა იყოს, მაგრამ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები