ივანიშვილის ქონება ბოლო 24 საათში $125 მილიონით შემცირდა | Bloomberg

ივანიშვილის ქონება ბოლო 24 საათში $125 მილიონით შემცირდა | Bloomberg

9-04-2025, 16:12 - 2025
2 108
       

წლის დასაწყისიდან დღემდე, ბიძინა ივანიშვილის ქონება $800 მილიონით, ანუ 10.7%-ით შემცირდა. მხოლოდ გუშინდელი დღის შემდეგ, კი $125 მილიონით.
 
ამის შესახებ მონაცემები Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსშია გამოქვეყნებული.  
 
დღეის მდგომარეობით ივანიშვულის ქონება $6.7 მილიარდს შეადგენს და სიაში #420 ადგილზეა.
 
კონკრეტულად რას უკავშირდება ქონების მკვეთრი შემცირება Bloomberg-ზე დაზუსტებული არაა, თუმცა სავარაუდოა, რომ ამაზე გავლენა საფონდო ბირჟაზე არსებულმა მდგომარეობამ მოახდინა.
 
Forbes-ის ინფორმაციით კი, ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. მანამდე 2024 წელს აღნიშნული ქონება 4.9 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები