გორში, მე-14 საუბნო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

გორში, მე-14 საუბნო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

26-10-2024, 16:33 - 2024
718
       

გორში ვერხვების დასახლებაში, მე-14 საუბნო-საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული. 


სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. 

„მერის წარმომადგენელი დარეჯან შატბერაშვილი იმყოფებოდნენ მთელი დღე ამ უბანთან და ოცნების სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ, ჩვენ მივუთითეთ რომ ეს იყო კანონდარღვევა, ჩემი მეგობარი უხსნიდა, რამაც შატბერაშვილის სადამსჯელო რაზმში გამოიწვია გაღიზიანება. ბიჭი გადმოხტა მანქანიდან, ეცა ჩემს მეგობარს, ტელეფონი წაართვა, ძირს დააგდო, მერე ერთ-ერთმა მოპარა ეს ტელეფონი შემდეგ მე მეცა და ჩემი ტელეფონის დამტვერვასაც შეეცადა. იყო ფიზიკური ძალადობა, ხელები გადამიგრიხეს და მთელი ძალით მიჭერდნენ. რამდენიმე წუთში მოვიდა პოლიცია“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები