„ჰამასის“ ლიდერი თეირანში მოკლეს

„ჰამასის“ ლიდერი თეირანში მოკლეს

31-07-2024, 12:58 - 2024
471

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს. 


ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსისა და „ჰამასის“ განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ჰამასის“ განცხადების თანახმად, ჰანიე თეირანში მისი რეზიდენციის „დარბევის“ დროს მოკლეს. 

დაჯგუფება მკვლელობაში ბრალს ისრაელს სდებს. „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა მუსა აბუ მარზუკმა თქვა, რომ ეს იყო „მშიშარა საქციელი“, რომელიც „უპასუხოდ არ დარჩება“.

ისრაელს ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა