როგორი ამინდი იქნება საქართველოში 10 დეკემბრამდე

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 10 დეკემბრამდე

8-12-2023, 14:50 - 2023
6 247
       

გარემოს ეროვნული სააგენტო 10 დეკემბერამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს:


ქ. თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში  +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში  +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში  +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 10 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღის საათებში 4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები