სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მისულმა სასულიერო პირმა მედიასთან განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, მას მომხდარის მიუხედავად ოსებთან და რუსებთან სიყვარული ურჩევნია.
„ეს მსხვერპლი, დაე, სოფელს, ჩვენსა, რუსებსა და ოსებს შორის ურთიერთობაში გახდეს არა დაპირისპირების კანდელი და სანთელი, არამედ კვლავ მისი მსხვერპლი სოფელს ექცეს როგორც მფარველი, სოფლის, რეგიონის მფარველი [...]
ჩვენი პოზიცია ეკლესიისა არის ასეთი, თითოეულ ტაძარს, ჩვენს იქითა მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენს ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები გვირჩევნია, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია. [...] ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, - განაცხადა სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მისულმა სასულიერო პირმა.