ბაიდენი: ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება

ბაიდენი: ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება
16-10-2023, 14:00 - 2023
4 978

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე, თუმცა ღაზას ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება.


CBS News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ღაზას სრულ ბლოკადას, ბაიდენმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, ისრაელი იმოქმედებს ომის წესების შესაბამისად და ღაზაში უდანაშაულოებს ექნებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე.

„ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, იმის მიზეზი, რაც ღაზაში მოხდა, „ჰამასის“ ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზას ხელახალი ოკუპაცია“, - განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა