ფრიდრიხ მერცი: ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა

ფრიდრიხ მერცი: ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა

გუშინ, 13:21 - 2026
274
       

„აშშ-ის ქმედებების სამართლებრივი შეფასება რთულია, ჩვენ არ ვიჩქარებთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
 

„აშშ-ის ქმედებების სამართლებრივი შეფასება რთულია. ჩვენ არ ვიჩქარებთ. საერთაშორისო სამართალი კვლავ კრიტერიუმად რჩება. ვენესუელაში ახლა პოლიტიკური არასტაბილურობა არ უნდა წარმოიშვას. მიზანი უნდა იყოს ლეგიტიმური არჩევნების გზით აღიარებულ მთავრობაზე მოწესრიგებული გადასვლა“, - აღნიშნა მერცმა.

 
მისი თქმით, ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა.
 
„ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. ბოლო არჩევნები გაყალბდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, არ ვაღიარეთ იგი პრეზიდენტად. მადურომ პრობლემური როლი ითამაშა რეგიონში“, - დასძინა მერცმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები