ჩინეთი აშშ-ს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს

ჩინეთი აშშ-ს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს

გუშინ, 13:29 - 2026
278
       

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, რომლებიც აშშ-ში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
 

„ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები და საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებამ განცხადება მანამდეც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები