ნიკოლას მადურო ბრუკლინში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ნიკოლას მადურო ბრუკლინში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

გუშინ, 13:15 - 2026
257
       

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
 
ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
CNN-ის ცნობით, მადურო წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცავი ორგანოების ავტომობილების კოლონით მიიყვანეს.
 
დაწესებულების გარეთ ხალხის უზარმაზარი ბრბო შეიკრიბა, ბევრი მათგანი ვენესუელის დროშებს აფრიალებდა.
 
მადუროს მომავალ კვირას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ. მანამდე, მადუროს მანჰეტენზე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ოფისში თითის ანაბეჭდები აუღეს.
 
მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილებიანი მადურო, DEA-ს აგენტებთან ერთად გადაადგილდება და ინგლისურად საუბრობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები