„დღეს ვენესუელელი ხალხი ნიკოლას მადუროს დიქტატურისგან თავისუფალია და მხოლოდ ზეიმი შეუძლიათ. ძალაუფლების ხელში ჩაგდებით და ფუნდამენტური თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვით ნიკოლას მადურომ თავისივე ხალხის ღირსებას სერიოზულად გამოუთხარა ძირი. ძალაუფლების მომავალი გადაცემა უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პატივს უნდა სცემდეს ვენესუელელი ხალხის ნებას. გვსურს, რომ პრეზიდენტმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ, რომელიც 2024 წელს იქნა არჩეული, შეძლოს, ძალაუფლების გადაცემა სწრაფად უზრუნველყოს. ამჟამად რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან მიმოცვლა გვაქვს. საფრანგეთი სრულად მობილიზებულია და ფხიზლად არის, მათ შორის საიმისოდ, რომ ამ გაურკვეველ პერიოდში საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე.


















