„საქართველოს რკინიგზამ“ რეისების ნაწილს გააუქმა, ამის მიზეზად უამინდობა და შედეგად გამოწვეული შეფერხებები სახელდება:
„ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები. არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, - „საქართველოს რკინიგზის“ განცხადება.


















