ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 43 000 პირმა დაკარგა

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 43 000 პირმა დაკარგა
13-10-2023, 14:12 - 2023
5 376

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 43 000 პირმა დაკარგა. 

ფაქტი იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გაგზავნილი წერილობითი პასუხიდან ირკვევა.

უწყების ინფორმაციით, 43 ათას შემთხვევას შორის ნახევარზე მეტ პირს საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო შეუწყდა რომ მათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღეს. 

იუსტიციის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტ - 19 ათას ადამიანს მოქალაქეობა შეუწყდა 2013 წელს, ხოლო ყველაზე ცოტას - 680 პირს 2020 წელს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა