სამოქალაქო მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ ინიციირებით შესატან ცვლილებებს ეხმაურება.
ის აცხადებს, რომ მსგავსი კანონები ავტორიტარული მმართველობის დამახასიათებელია.
ამის შესახებ გოლეთიანმა 30 სექტემბერს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, კარვების აკრძალვა ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ხელისუფლება გრძელვადიან პროტესტებს ზღუდავს, მაგალითად, როგორიც იყო მათი მრავალთვიანი პროტესტი ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ:
„ღია ცის ქვეშ ფიზიკურად ვერ დადგება ადამიანი სხვა შემთხვევაში იმიტომ, რომ იცვლება ამინდი.
სულ კარგი ამინდი არაა, მოგეხსენებათ, და რაღაც ტიპის გადახურული ყველა შემთხვევაში საჭიროა“, - განმარტავს ის.