„ვაგნერის“ ჯარისკაცები ბრძოლის ველს უბრუნდებიან

„ვაგნერის“ ჯარისკაცები ბრძოლის ველს უბრუნდებიან

29-09-2023, 20:15 - 2023
1 986
       

ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან. 

განახლებაში ნათქვამია, რომ გასულ კვირებში ასობით მებრძოლმა დაიწყო უკრაინაში განლაგება.

„გადანაწილებული პერსონალის ზუსტი სტატუსი გაურკვეველია, მაგრამ სავარაუდოა, რომ პირები გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ძალების ნაწილებში და სხვა დაჯგუფებებში“, - წერია დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები