რუსეთის აგენტი, ა.წ უკვე რუსეთის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი და შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ოთარ ფარცხალახე ისევ საქართველოში იმყოფება.
ფარცხალაძის ქვეყანაში ყოფნა დასტურდება იმით, რომ ყოფილმა პროკურორმა დაჩქარებული წესით მის შვილს ქონება სრულად გადაუფორმა და სანოტარო ბიუროში დაჩქარებული წესით განხორციელებული პროცედურის საკომისიოც გადაიხადა.
აქამდე უცნობია, რატომ არ აკავებენ ოთარ ფარცხალაძეს ძალოვანი უწყებები, როდესაც მას რუსეთის ჯაშუშობაში ედება ბრალი, დასანქცირებულია და ამ მიზეზების გამო საქართველოს მოქალაქეობაც თავად იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით შეუჩერდა.