ამერიკის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონებისა და ბიზნესის შვილზე გადაფორმება დაიწყო.
უძრავი ქონების რეესტრში გუშინდელი - 20 სექტემბრის თარიღით იძებნება 12 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილს - ანდრია ანზორ ფაცხალაძეს აჩუქა უძრავი ქონება თბილისში, ბაკურიანსა და ტაბახმელაში -ბინები, კომერციული ფართები, დასრულებული და დაუსრულებელი მშენებლობები, მიწის ნაკვეთები.
ასევე შვილს აჩუქა წილი კომპანია „შპს ჯიპიეს კონსალტინგ“ - ში.
თითოეული ქონების დაჩქარებული წესით შვილისთვის გადასაფორმებლად ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა.
ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს გადასცა:
• სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1001 კვადრატი;
• სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა - 25.28 კვადრატი;
• სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა - 26.04 კვადრატი;
• კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა - 143.25 კვადრატი;
• კომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა - 336.24 კვადრატი;
• კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა - 101.31 კვადრატი;
• კომერციული ფართი ვაკეში ყიფიშიძის ქუჩაზე - 204.16 კვადრატი;
• ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე) - 77.51 კვადრატი;
• ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 90.69 კვადრატი;
• ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 38 კვადრატი;
• სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1030.00 კვადრატი;
• სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 2058.00 კვადრატი - ამ მიწის ფართობზე ეკლესიაცაა.